პორტალი worldpopulationreview 2021 წლის ყველაზე „ჭკვიან ქვეყნებს“ ასახელებს, რომელთა შორის საქართველოცაა

პორტალი worldpopulationreview 2021 წლის ყველაზე „ჭკვიან ქვეყნებს“ ასახელებს.

პორტალის მიერ გამოქვეყნებულ სიაში პირველი 10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობასაც ყველაზე მაღალი IQ აქვს, არის: ჰონგ-კონგი (108), სინგაპური (108), სამხრეთ კორეა (106), ჩინეთი (105), იაპონია (105), ტაივანი (104), იტალია (102), შვეიცარია (101), მონღოლეთი (101) და ისლანდია (101).

სიაში საქართველოც არის წარმოდგენილი და მისი მოსახლეობის IQ -ის დონე 94 ქულით განისაზღვრება.

პორტალის ყველაზე „ჭკვიან ქვეყნების“ სია ეფუძნება სხვადასხვა კვლევასა და მეთოდს, მათ შორის „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, ბრიტანელი პროფესორის რიჩარდ ლინის მიერ 2002-2006 წლებში ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებიც 80 ქვეყნის მოქალაქეების ინტელექტის კოეფიციენტი (IQ ) გამოიკვლიეს და ასევე ინტელექტის კაპიტალის ინდექსს (ICI), რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების ინტელექტის დონის დასადგენად იყენებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს