Bloomberg - აშშ-ში ვაქცინის 228 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 220 მილიონი, ინდოეთში კი -140 მილიონი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 172 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1 023 200 000 მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6.7%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 19.2 მილიონ ადამიანს უტარდება.

მსოფლიოში პირველი 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას 61 დღე დასჭირდა, ბოლო დღეებში კი, 100 მილიონი ადამიანი მხოლოდ 5 დღეში აიცრა. აშშ-ში ვაქცინის 228 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 220 მილიონი, ინდოეთში -140 მილიონი, ევროკავშირში კი 130 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.4% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 32.3%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 28.5%-ით.

იხილეთ ვიდეო: Bloomberg - აშშ-ში ვაქცინის 228 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში- 220 მილიონი, ინდოეთში კი - 140 მილიონი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს