ალექსი ბატიაშვილი - სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 66 საქმეზე, ხოლო ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი.

როგორც ბატიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული პირები პასუხისგებაში მიეცნენ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად ახორციელებდა კორუფციის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საგამოძიებო მოქმედებების წარმოების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა