თავდაცვის ძალების შესახებ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ლექცია ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის ძალების შესახებ ლექცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ კადეტებს პრეზენტაცია წარუდგინა. ლექცია კითვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

,,ღონისძიების პარალელურად, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლის ხდება. საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის უწყება პრეკამპანიის ფარგლებში მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა