20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამნისტიის აქტი მისი დაცვის ქვეშ მყოფზეც უნდა გავრცელდეს

20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის, ლევან იმერლიშვილის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ახალი ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები უნდა გავრცელდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კოტეტიშვილი აცხადებს, ლევან იმერლიშვილი ბრალს აღიარებს, ინანიებს, რაც შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა.

„მისი დანაშაული უფლებამოსილების გადამეტებაა, რომელსაც არ მოყოლია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. გარდა ამისა, მან სასამართლო პროცესზე აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები. აღიარება და მონანიება შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა“, - განაცხადა კოტეტიშვილმა.

20 ივნისის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი, ლევან ზაქრაძე კი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამნისტია არ სჭირდება, ვინაიდან ამბარდნიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებია. ადვოკატის თქმითვე, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

„მას ეს დანაშაული, რასაც აბრალებენ, არ ჩაუდენია. ამნისტიის აქტი რატომ უნდა შეეხოს, თუ დანაშაული არ ჩაუდენია? - ის უნდა გამართლდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, როგორც ვიცი, სოფელშია, მისი პოზიცია დღემდე ასეთია - მას დანაშაული არ ჩაუდენია და დარწმუნებული ვართ, გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - აცხადებს ზაქრაძე.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომელი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტი ამნისტიის აქტზე მუშაობას იწყებს, რომელიც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა საქმეზე გავრცელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ