ანა დოლიძე - პოლიტიკური სპექტრი შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების თარგმანში დაიკარგა

პოლიტიკური სპექტრი თარგმანში დაიკარგა. ყველამ უნდა ჩახედოს შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების ავთენტურ ტექსტს, - ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ამნისიტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თარგმნი ამ შემთხვევაში არის არასწორი, რადგან ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ამნისტია განხორციელდება ყველა დარღვევაზე და ყველა მსჯავრდებაზე და არა ზოგადად დანაშაულზე, რომელიც ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებას“ პრინციპით, აღმოაჩინეს „ვიღაცებმა აზრთა სხვადასხვაობები“.

„ მარტო ეს კი არა, ბევრ სხვა პუნქტზე იქნება აზრთა სხვადასხვაობა. ეს წელავს პროცესს და ჭამს ხალხის დროს. ამიტომ, ყველამ უნდა ჩახედოს ავთენტურ, ინგლისურ ტექსტს. ამნისტიასთან დაკავშირებით, დღევანდელი თარგმნი არის არასწორი, რადგან ინგლისურენოვან ტექსტში მითითებულია, რომ ამნისტია განხორციელდება ყველა დარღვევაზე და ყველა მსჯავრდებაზე. იქ არ არის ნახსენები სიტყვა დანაშაული - პირდაპირ წერია სიტყვა მსჯავრდება, ანუ დანაშაული, რომელიც არის გასამართლებული. შესაბამისად, დამნაშავეზე, რომელიც არ არის მსჯავრდებული ინგლისურენოვანი ტექსტის მიხედვით, ეს ამნისტია ვერ განხორციელდება, რაც გამორიცხავს მთელ რიგ აქტებს. არც იოცნებოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს ტექსტი გაავრცელოს მაგალითად, გიორგი გახარიაზე, რადგან მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს დანაშაული. 20 ივნისის ღამეს იგი იყო შს მინისტრი და, არაა გამორიცხული, მიტინგის დარბევის ბრძანების გამცემი. ამ მიმართულებით გამოძიებას ჯერ არ უმსჯელია, შესაბამისად, გახარია ამ ეტაპზე არის სავარაუდო ბრალდებული დანაშაულთან მიმართებაში, თუმცა არ არის მსჯავრდებული. ამიტომ იმედი მაქვს, ოპოზიცია ახლა მაინც იმსჯელებს პირველად ინგლისურენოვან ტექსტზე დაყრდნობით”, - განაცხადა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა