დიმიტრი პესკოვი - ბაიდენი-პუტინის სამიტი ზაფხულისთვისაა დაგეგმილი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სამიტი ზაფხულშია დაგეგმილი, მაგრამ ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ შესათანხმებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„გაჟღერდა გარკვეული წინადადებები, ჯერჯერობით თარიღს ვერ დავადასტურებ. თარიღზე ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ ზაფხულის თვეებზე, მრავალი ფაქტორი ჯერ კიდევ გასაანალიზებელია, რომ საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არც კონკრეტული ქვეყანა არ დასახელებულა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის 13 აპრილს სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში რუსეთ-ამერიკის სამიტის გამართვა შესთავაზა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?