კრემლის შეფასებით, მინსკის შეთანხმების ცვლილებასთან დაკავშირებით ვლადიმერ ზელენსკის კომენტარი „საგანგაშო სიგნალია“

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის კომენტარი მინსკის შეთანხმებაში ცვლილების შეტანასა და ნორმანდიის ფორმატის მონაწილეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით „საგანგაშო სიგნალია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის ზელენსკის The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ღირს, ყურადღება მივაქციოთ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინტერვიუს Financial Times- სთან. ამ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა მინსკის ფორმატში ცვლილებების შეტანაზე, ზოგიერთი ქვეყნის შეერთებაზე და და ა.შ. ეს საგანგაშო სიგნალია. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ უკრაინას მინსკის პროცესის შეცვლა სურს, მაგრამ არ არსებობს მისი შეცვლის გზა, ფაქტობრივად მისი შეწყვეტის გარეშე,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიმ „ნორმანდიის ფორმატის“ გაფართოების და მოლაპარაკებებში აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. „არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მინსკის ფორმატი, კორექტირება შევიტანოთ მასში. ან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფორმატი. სიჩქარეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ხალხს“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო