რუსეთმა იტალიელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთმა იტალიის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთში იტალიის ელჩი, პასკუალე ტერაჩანო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მიაწოდეს ინფორმაცია საელჩოში სამხედრო-საზღვაო ძალების ატაშეს პერსონა ნონ - გრატად გამოცხადების შესახებ.

საგარეო უწყების განმარტებით, ატაშეს გაძევება არის პასუხი, იტალიის მთავრობის მიერ რუსეთის სამხედრო ატაშეს მიმართ არამეგობრულ და უსაფუძვლო მოქმედებებზე.

იტალიის საელჩოს თანამშრომელმა რუსეთის ტერიტორია 24 საათში უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, იტალიამ მარტის ბოლოს ორი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით ქვეყნიდან გააძევა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს