გიორგი ვაშაძე - ბოლო პერიოდში ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების და „ფეიქ ექაუნთების“

ბოლო პერიოდში ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და „ფეიქ ექაუნთების“, რაც მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ პროფილების უმეტესობა არის „ფეიქ ექაუნთი“, რომელიც შექმნილია „მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“.

„2021 წლის 19 აპრილის შემდეგ ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე დაბლოკილია 264 ექაუნთი, აქამდე დაბლოკილ ათასზე მეტ „ექაუნთთან“ ერთად, რომლებიც ავრცელებენ სიძულვილის ენას, არღვევენ ყველანაირი ზრდილობისა და ეთიკის ნორმებს.

ბოლო პერიოდში ჩვენს გვერდზე შეინიშნება განსაკუთრებული მობილიზება „ქართული ოცნებისა" და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებისა და „ფეიქ ექაუნთების“, რაც მეტყველებს ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებულ ნეგატიურ კამპანიაზე.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფილების უმეტესობა არის „ფეიქ ექაუნთი“ ანუ შექმნილია მიზანმიმართულად მადისკრედიტირებელი კომენტარების წერის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.

ვწუხვარ რომ, ჩვენმა ოპონენტებმა და კონკურენტებმა ბრძოლის და ჩვენთან ურთიერთობის გარკვევის ეს ფორმა აირჩიეს!

თუ ეს კამპანია არ შეჩერდება, უფლებას ვიტოვებთ, გავასაჯაროვოთ ეს „ექაუნთები“ კომენტარებთან ერთად", - განაცხადა ვაშაძემ.

აღნიშნულ განცხადებას პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა