პაატა მანჯგალაძე ამნისტიაზე - თუ ფუნდამენტური სხვაობა იქნება პრინციპულ საკითხებზე ჩვენსა და „ქართული ოცნების“ ვერსიას  შორის, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი ინიციატივის დაყენებაზე

თუ ვერ მოხდება და ფუნდამენტური სხვაობა იქნება პრინციპულ საკითხებზე ჩვენს ვერსიასა და „ქართული ოცნების“ ვერსიას შორის, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი ინიციატივის დაყენებაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ ექნებათ კომუნიკაცია, რადგან მოხდეს ვერსიების შეჯერება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაო ვერსია, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს. პირველი - მწამებლებზე და მოძალადე ადამიანებზე ეს არ უნდა გავრცელდეს, მეორე - თანამდებობის პირებზე არ გავრცელდება ეს პრინციპი და მესამე - აუცილებელი უნდა იყოს თანხმობა, თუ მივაღწევთ ამას. რა თქმა უნდა, შეთანხმებაც მნიშვნელოვანია „ქართულ ოცნებასთან“.

ჩვენ არ გვინდა შესვლისთანავე კონფრონტაცია გვქონდეს, ამიტომ იქნება კომუნუკაცია „ოცნებასთან“ და შევეცდებით შევაჯეროთ ვერსია. თუ ვერ მოხდება და ფუნდამენტური სხვაობა იქნება პრინციპულ საკითხებზე ჩვენს ვერსიასა და „ქართული ოცნების“ ვერსიას შორის, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩვენი ინიციატივის დაყენებაზე.

მოხდება ინფორმაციის გაცვლა, ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ორივე მხარე ჩვენს პოზიციებს, ვეთანხმებით ერთმანეთს და ერთმანეთისკენ ვდგამთ ნაბიჯებს და საერთო პროექტი გვექნება, თუ ცალ-ცალკე ინიციატივებით წავალთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა