ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს შარლ მიშელის დოკუმენტია

ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი, - ასე ეხმაურება ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიას გაითხოვენ, მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ მედიატორი ნიკა მელიას წინადადებას დათანხმდება მზად არიან მას მხარი დაუჭირონ.

მისივე თქმით, ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს და ამის განზრახვა არავის არ აქვს.

,,ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს. ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ამის განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ,,ქართული ოცნება” დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს