სომხეთის მმართველმა ბლოკმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

სომხეთის მმართველმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა, რის მიზეზადაც ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვს პარლამენტის დაშლას, რაც, თავის მხრივ, შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ორჯერ ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს. ფაშინიანმა თანამდებობიდან გადადგომის დროს განმარტა, რომ მისი ბლოკი ოფიციალურად წარადგენს და შემდეგ, ორი კენჭისყრის დროს არ აირჩევს მას, რათა საკანონმდებლო ორგანოს დაშლისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნები შენარჩუნდეს.

პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა 26 აპრილს განაცხადა, რომ პარლამენტი 3 მაისს საგანგებო სხდომას მოიწვევს და კენჭისყრის პირველ რაუნდს გამართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს