მოსკოვმა უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატმა რუსეთი 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს.

”უკრაინის არაკეთილსინდისიერი ქმედებების შემდეგ, როდესაც კიევში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი 19 აპრილს პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, და დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი მოქმედებების საპასუხო პრინციპის საფუძველზე, რუსეთში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ -გრატად გამოცხადდა. მან რუსეთი 30 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს", - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა