კვლევა - გლობალური პანდემიის მიუხედავად მსოფლიოში სამხედრო სფეროში ხარჯები გაიზარდა

გლობალური პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მსოფლიოში სამხედრო სფეროში ხარჯები 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა და თითქმის 2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია - ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მათივე მონაცემებით, მსოფლიოში სამხედრო სფეროს მთლიანი დანახარჯების 62% მხოლოდ 5 ქვეყანაზე - აშშ-ზე, ჩინეთზე, ინდოეთზე, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის.

კვლევის თანახმად, ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ჩილემ და სამხრეთ კორეამ, დაგეგმილი სამხედრო ხარჯებიდან თანხები პანდემიასთან ბრძოლაზე გადაანაწილეს. ბრაზილიამ და რუსეთმა კი გაცილებით ნაკლები თანხა დახარჯეს, ვიდრე 2020 წლის თავდაპირველი სამხედრო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. ჩინეთის სამხედრო დანახარჯები ზედიზედ 26 წელია იზრდება, თუმცა ის მაინც ჩამორჩება მსოფლიოში თავდაცვის სფეროს ყველაზე მხარჯველ ქვეყანას - აშშ-ს. შეერთებულ შტატებში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სამხედრო სფეროს ხარჯები 4.4%-ით გაიზარდა და 778 მილიარდ დოლარს მიაღწია. აშშ-ზე გლობალური სამხედრო დანახარჯების 39% მოდის. გერმანიამ თავისი ხარჯები 5.2% -ით გაზარდა, 2020 წელს ჯამში 52.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ის მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ევროპაში სამხედრო სფეროზე ხარჯები 4%-ით გაიზარდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“