რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენის განცხადებაზე - ეს არის არამართლზომიერი, არასამართლიანი და ისტორიის საწინააღმდეგო სიტყვები

თურქეთი არამართლზომიერს უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელიც „სომხების გენოციდს“ უკავშირდებოდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

„ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა განცხადება. ეს არის არამართლზომიერი, არასამართლიანი და ისტორიის საწინააღმდეგო სიტყვები. ამ სიტყვებს არავითარი ისტორიული და იურიდიული საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, სომხური და ანტითურქული წრეების რადიკალურმა ინიციატივებმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ამერიკის ლიდერმა გენოციდი აღიარა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის შეთავაზება, „შეიქმნას ერთობლივი კომისია ისტორიკოსი მეცნიერებისგან ასწლოვანი წარსულის შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია, მაგრამ ამ ინიციატივაზე პასუხი არ არის.

„ჩვენ მზად ვართ გავხსნათ არქივები. ჩვენ გვაქვს 1915 წლის დოკუმენტები, მობრძანდით, შეისწავლეთ. ამერიკა კი გახსნის დოკუმენტებს თავის ისტორიაზე?“ - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო