ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა, - ამის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ნავალნის „ფუნდამენტური უფლებები“ დაცული იყოს.

ამასთან, პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზეც ისაუბრეს და ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას მოუწოდა, „უკრაინასთან დაძაბულობის შესამცირებლად კეთილსინდისიერად და მდგრადი გზით იმოქმედოს", განსაკუთრებით უკრაინის საზღვრიდან ჯარისა და მძიმე შეიარაღების გაყვანის გზით.

რუსული მედია კი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა „კიევის პროვოკაციულ ქმედებებს და აღნიშნა, რომ კიევი განზრახ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას საკონტაქტო ხაზის გასწვრივ და უგულებელყოფს მინსკის შეთანხმებებს.“

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ნორმანდიის ფორმატში შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს