ურსულა ფონ დერ ლეიენი თურქეთში მომხდარ ინციდენტზე - ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც სკამის გარეშე დარჩა, მის სქესს უკავშირდება.

„მე ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტი ვარ. ევროკომისიის პრეზიდენტი ვარ და ველოდი, რომ ორი კვირის წინ თურქეთში ვიზიტის დროს ისე მომექცეოდნენ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, მაგრამ ეს ასე არ იყო. ვერ ვპოულობ იმის გამართლებას, როგორ მომექცნენ. დავასკვენი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. მოხდებოდა ეს პიჯაკით და ჰალსტუხით რომ ვყოფილიყავი? ვიგრძენი წყენა და თავი მარტო ვიგრძენი, როგორც ქალმა და როგორც ევროპელმა,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრების ოთახში, ევროკავშირისა და თურქეთის დროშებთან, მხოლოდ ორი სკამი იდგა, რომლებზეც ერდოღანი და მიშელი დასხდნენ. სკამის გარეშე დარჩენილ ფონ დერ ლეიენს კი დივანზე მოუწია დაჯდომა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს