აშშ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს

აშშ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს, - ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

თეთრი სახლის განცხადებით, ვაქცინის 10 მილიონი დოზის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდება უახლოეს კვირებში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ სათანადო განხილვის დასრულების შემდეგ მოხდება. კიდევ 50 მილიონი დოზა კი წარმოების სხვადასხვა ეტაპზეა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის საჯარო მოხმარების გამოყენების ოფიციალური ნებართვა არ გაუციათ, ქვეყანას ვაქცინის მარაგი აქვს.

ამ დრომდე აშშ-ში კოორნავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინის -„ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ - გამოყენებაა ნებადართული. ექსპერტები აცხადებენ, რომ, სავარაუდოდ, ქვეყნის მოსახლეობის ასაცრელად აღნიშნული სამი ვაქცინა საკმარისი იქნება და აშშ-ს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აღარ დასჭირდება. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების 53%-ზე მეტს აქვს გაკეთებული.

იხილეთ ვიდეო:აშშ "ასტრაზენეკას" ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა