უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელი ანალიზი კოლიერსისგან

კოლიერს ჯორჯია პროექტ recov.ge-ს ფარგლებში უძრავი ქონების 2020 წლის შემაჯამებელ კვლევებს აქვეყნებს. კვლევებში საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სექტორები დეტალურადაა მიმოხილული და სრული სურათის შესაქმნელად პანდემიის ზოგადი ეფექტებიც არის გაანალიზებული. სექტორული ანალიზიდან გამოკვეთილ მნიშვნელოვან მიგნებებს სიცხადე შეაქვს მომავლის შეფასებაში და გვეხმარება იმის პროგნოზირებაში, თუ როდის და რა ნიშნულს შეიძლება დაუბრუნდეს უძრავი ქონების ინდუსტრია პანდემიის დაძლევის შემდეგ.

ზოგადი ეფექტები

საქართველოს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ტურიზმზე. ტურიზმის აღდგენის პროგნოზისთვის საჭიროა დავაკვირდეთ ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სექტორების ცვლილებას. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, განთავსების, საკვები სერვისებისა და გართობის სექტორებში 30%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც მშპ-ში დაახლოებით 900 მლნ ლარით ნაკლებია. 2020 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მხოლოდ 21%-ით აღდგა, როცა ადგილობრივ ტურიზმში 90%-იან აღდგენის მაჩვენებელი ფიქსირდება. მოსალონდელია, რომ ტურიზმის მთავარ კონტრიბუტორებად წელსაც ადგილობრივი ტურისტები დარჩებიან. საქართველოსა და სამიზნე ტურისტულ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპებისა და პანდემიის შემდეგი ტალღის გათვალისწინებით, საერთაშორისო ტურიზმის გაუმჯობესება 2019 წელთან შედარებით 30%-35%-ითაა პროგნოზირებული. ტურიზმის სექტორის სრულად აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის მაჩვენებლებს სავარაუდოა, რომ 2024 წელს დავუბრუნდებით.

საცხოვრებელი

2020 წელს, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით ნაკლებია და 8,593-ს შეადგენს. ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ითაა შემცირებული.

ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტის ტრანზაქციები წინა წლის მაჩვენებელს 43% -ითა და 40%-ით ჩამორჩებიან, ეკონომ სეგმენტის ტრანზაქციები კი მხოლოდ უმნიშვნელოდ, 4%-ითაა შემცირებული. ეკონომ სეგმენტის ახალაშენებული ბინების აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამამ. პროგრამის ფარგლებში ჯამში 8,500-მდე სესხი გაიცა, რომელთა მოცულობამ 827 მილიონი ლარი შეადგინა.

გასულ წელთან შედარებით 5%-ითაა შემცირებული ახალაშენებული ბინების ფასი და საშუალოდ $672-ს შეადგენს, ხოლო ძველ ბინებში ფასის 1%-იანი კლების მაჩვენებელი გვაქვს და ღირებულება $638-ს უტოლდება. მიუხედავად პანდემიისა და რიგი ეკონომიკური სირთულეებისა, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლებად მოწყვლადი აღმოჩნდა.

ვაჭრობა

სავაჭრო ცენტრებში 2020 წელი შედარებით სტაბილური იყო და ძირითადი მაჩვენებლები უცვლელად შენარჩუნდა. რითეილერებთან კონსულტაციების შედეგად საცალო ვაჭრობის ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 3-ჯერაა შემცირებული, პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა კი 2019 წლის მონაცემს 35%-ით ჩამორჩება, თუმცა უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს 2021 წელს უნდა ველოდოთ. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების გადახედვის თვალსაზრისით, რაც სავაჭრო სექტორის ზოგად მდგომარეობაზე აისახება.

ოფისები

2020 წლის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში გაიზარდა და ყველაზე მაღალ ნიშნულს - 47%-ს A კლასის ბიზნეს ცენტრებში მიაღწია, თუმცა, A კლასში ვაკანტურობის მაღალი ნიშნული მეტწილად Axis Towers-ისა და CH64-ის გახსნითაა განპირობებული. ჯამურად თბილისის ბიზნეს ცენტრები 22-მა მოიჯარემ დატოვა და შედეგად 10,000-მდე კვ.მ ფართი გამონთავისუფლდა. შემცირებულია პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარაც და 2019 წლის მაჩვენებლებს 10%-ით ჩამორჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ სრული კვლევები უძრავი ქონების სექტორების მიხედვით პლატფორმა recov.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის, შესაბამისად, საშუალება გაქვთ თვალი ადევნოთ ბაზრის მიმდინარე მოვლენებს და გაიგოთ რას უნდა ველოდოთ მომავალში.

Recov.ge | 032 2 243 060| recov@colliers.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა