ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულების სანაპიროსთან ნავში 17 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამი გადარჩენილი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი სამხედრო ვერტმფრენით ტენერიფის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, ნავში მყოფი მიგრანტები სუბსაჰარული აფრიკიდან იყვნენ. აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩამსვლელი მიგრანტების რიცხვი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე კანარის კუნძულებზე 3 400 ადამიანი ჩავიდა.