თავდაცვის მინისტრმა კრწანისში განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წვრთნებისა და განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ განახლებული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მათ ცენტრის ტერიტორიაზე ახლად აშენებული სასადილო დაათვალიერეს და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრის ახალ შენობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა განახლებული საერთო-საჯარისო ცენტრის განახლებული ბაზაც დაათვალიერეს.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში განახლებულ შენობებში მოეწყო უახლესი სანტექნიკით აღჭურვილი სველი წერტილები, დამონტაჟდა კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, სრულად გარემონტდა საცხოვრებელი ოთახები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია და მოპირკეთდა ფასადები. ტერიტორიაზე დასრულდა საკანალიზაციო და წყლის ცენტრალური მაგისტრალების გაყვანა, დაიგო ბეტონის შიდა გზები, აშენდა თანამედროვე სტანდარტის ორი მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო საპარკინგე სივრცე და დამონტაჟდა გარე განათების სისტემები. ცენტრი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი შესაძლებლობებით, რაც გულისხმობს სასწავლო პროგრამების ერთ სივრცეში განთავსებას, პარალელურ რეჟიმში უფრო მეტი სასწავლო პროგრამის ჩატარების საშუალებას და რეკრეაციულ სივრცეებში (საკონფერენციო დარბაზი, საგამოცდო სივრცე, ბიბლიოთეკა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო და გასართობი დარბაზები, ორი სპორტული მოედანი) ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა