ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დღეს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დღეს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება. კითხვაზე, რამდენად არის ბოლომდე შეჯერებული სადავო საკითხები და თუ შეიძლება ველოდოთ ოპოზიციის მხრიდან ალერნატიული პროექტის დარეგისტრირებას, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოჩნდება.

„დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდება, როგორც ეს შეთანხმების მუხლით არის გათვალისწინებული და ჩვენ ბოლომდე გავყვებით შეთანხმების მუხლების დღის წესრიგს და სულისკვეთებას.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უმრავლესობას და ოპოზიციას. ჩვენ ამ კანონპროექტს დავაინიცირებთ და დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდება ოპოზიციის საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა