ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინა ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს

უკრაინა მუშაობს ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია, - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, რაფაელ მარიანო გროსისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანა გეგმავს ტექნოლოგიური წარმოების ლოკალიზებას უახლესი SMR-160-ის რეაქტორებისთვის.

”დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინა მოწოდებულია ბირთვული ენერგიის განვითარებისკენ. ჩვენი ქვეყანა გეგმავს გადაერთოს თანამედროვე ბირთვული რეაქტორების, მათ შორის მცირე მოდულური რეაქტორების SMR-160-ის გამოყენებაზე. უკრაინა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური წარმოების ლოკალიზებას უახლესი SMR-160-ის რეაქტორებისთვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შორის შეხვედრა კიევში გაიმართა. რაფაელ მარიანო გროსი უკრაინას ჩერნობილის ტრაგედიის 35 წლისთავზე ეწვია.

იხილეთ ვიდეო:ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინა ბირთვული ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა