ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ

ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქციის და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

მათ შეძახილებით 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც პარლამენტთან აქციას მართავენ და ამნისტიის აქტის ბრალდებულ პოლიციელებზე გავრცელებას აპროტესტებენ.

“ძარღვი დაგრჩათ? „რატომ მიგვატოვეთ?“ „უნამუსო“, „მონა“ - ესაა შეძახილები, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით ისმოდა.

თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მედიატორის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერები შევიდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

იხიელთ ვიდეო:20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა