რუსეთში კორონავირუსის 8 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 392 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 779 425-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 392 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 108 980-მდე გაიზარდა. რუსეთში, ვირუსისგან 4 402 678 ადამიანი განიკურნა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო:რუსეთში კორონავირუსის 8 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 392 ადამიანი გარდაიცვალა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს