ბადრი ჯაფარიძე - 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ და ამ წლების განმავლობაში ყველა გამოწვევა დაგვრჩა, რომლის გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო

დოკუმენტი, რომელსაც შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას შანსს აძლევს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სრულფასოვნად შესრულება აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს.

„30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ, მაშინ უზენაესი საბჭოს წევრი ვიყავი. ამ 30 წლის განმავლობაში სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგვეძლო. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ოდნავ მაინც მიეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისათვის. ახლა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას შანსს აძლევს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სრტუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისათვის აუცილებელია, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის ყველა საქმე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს. ჩვენი შეხვედრებისას ბრიუსელში ვნახეთ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მათ მიერ გაჟღერდა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის. საქართველო შესაძლოა იყოს ამ საგზაო რუკის მიღების კანდიდატი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს 2022 წელს, რომლის შედეგადაც არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება ევროკავშირს განაცხადით მიმართოს საქართველოს წევრობის კანდიდატად მიღების თაობაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

შეგახსენებთ, რომ თითქმის 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, პარლამენტში ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მედიატორ შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. კერძოდ, დღეს პარლამენტში შევიდნენ: ზურაბ ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით უსუფაშვილი, არმაზ ახვლედიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, თეონა აქუბარდია.

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.

იხილეთ ვიდეო:ბადრი ჯაფარიძე - 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში არ ვყოფილვარ და ამ წლების განმავლობაში ყველა გამოწვევა დაგვრჩა, რომლის გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა