ინდოეთში საერთაშორისო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს

ინდოეთში საერთაშორისი სამედიცინო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ჟანგბადის კონცენტრატორი ნიუ-დელის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული სამეფოდან ჩავიდა.

ინდოეთს დახმარებას სხვა ქვეყნებიც დაპირდნენ, მათ შორის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და პაკისტანი.

„გერმანიის მთავრობა სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ ინდოეთისთვის დახმარების გაწევა უზრუნველვყოთ. გვსურს, გავაკეთოთ ყველაფერი, რითიც შეგვიძლია, ინდოეთს დავეხმაროთ,“- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანამ გებრეისუსის თქმით, ინდოეთში არსებული მდგომარეობა „გულსატკენზე მეტია“.

შეგახსენებთ, ინდოეთში რამდენიმე დღეა ყოველდღე კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის საავადმყოფოებში ჟანგბადისა და თავისუფალი საწოლების დეფიციტია. კორონავირუსის „ინდური ვარიანტების“ თავიანთ ქვეყნებში გავრცელების პრევენციის მიზნით, ინდოეთთან მიმოსვლა შეზღუდა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, ირანმა, ქუვეითმა, ტაილანდმა, სინგაპურმა, ბანგლადეშმა და ავსტრალიამ.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში საერთაშორისო დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია