გიორგი ჩიქოვანი - მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება

„მწვანე წყალბადის წარმოების განვითარება ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გააჩნია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დიდი, აუთვისებელი პოტენციალი.

გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ბოლო წლებია საქართველოში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს მწვანე წყალბადის შესწავლის საკითხებზე. პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა სახის საერთაშორისო და ადგილობრივი სემინარები და შეხვედრები, სადაც ხდება მსოფლიო ტენდენციების განხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა მწვანე წყალბადის საერთაშორისო რუკაზე.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, ვმუშაობთ მწვანე წყალბადის წარმოებისთვის საჭირო რესურსების შეფასების ანგარიშის მომზადებაზე, ასევე მიმდინარეობს მწვანე წყლაბადის ტრანსპორტირების საკითხის შესწავლა“,- აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევების დასრულების შემდგომ, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ექსპერტების ჩართულობით, იგეგმება მწვანე წყალბადის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, ზუსტად დაინახონ და შეაფასონ საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების ბიზნეს პოტენციალი.

„პარალელურად მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მწვანე წყალბადის წარმოების, ტრანსპორტირების და ვაჭრობის საკითხები. ასევე მიმდინარეობს მწვანე წყალბადის პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე მუშაობა“,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, მიმდინარე წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის დაწყება იგეგმება.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა