საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

27-29 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიცალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამართავს. რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან გამართავს.

„საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვრვლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარება სადგილზე გაეცნობა. ის ასევე, პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს