ლევან იოსელიანი - დავასრულოთ ერთმანეთის ზიზღზე აგებული რიტორიკა - მინდა მამუკა ხაზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი

ჩემი თხოვნა არის ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც განსაკუთრებით ჩვენ, ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთის მიმართ, დავასრულოთ ერთმანეთის ზიზღზე აგებული რიტორიკა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მომავლისთვის პარლამენტში ყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან რთული დრო გამოვიარეთ ყველამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით ჯერ ჩვენ და შემდეგ მათაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვისთვის აქ ყოფნა არის გადამწყვეტი. ჩემი თხოვნა არის ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც განსაკუთრებით ჩვენ, ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთის მიმართ, დავასრულოთ ერთმანეთის ეს ზიზღზე აგებული რიტორიკა იმიტომ, რომ ბევრი მაგალითი მივეცით ჩვენს მოქალაქეებს როგორ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ ძალიან ცოტა მაგალითი მივეცით როგორ შეიძლება პატივს ვცემდეთ ერთმანეთის აზრს. ბოლოს როდესაც „ლელოს“ ოფისში ვიყავით და როდესაც გაიყარა ჩვენი გზები და რაღაცნაირად მოხდა ჩვენი ოპოზიციიდან გარიცხვა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დარბაზში ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აქ მოგვიწევდა ერთად ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილების მიღება. მე მინდა მამუკა ხაზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და იქნება ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამის შემდეგ იოსელიანმა ხაზარაძეს ხელი ჩამოართვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა