ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა, კახი კავსაძის დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში

ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს კახი კავსაძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქართულ საზოგადოებას.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი - უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა. ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა