კახა კუჭავა - ვისურვებ, რომ მალე ვიხილოთ პარლამენტის სხდომათა სავსე დარბაზი, საინტერესო დებატები, ჯანსაღი კრიტიკა, ოპონირება და რაც მთავარია, კონკრეტული შედეგები

ვისურვებ, რომ მალე ვიხილოთ პარლამენტის სხდომათა სავსე დარბაზი, საინტერესო დებატები, ჯანსაღი კრიტიკა და ოპონირება და რაც მთავარია, კონკრეტული შედეგები, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ იმედს მისცემს, რომ ნამდვილად გავბრწყინდებით და ვიქნებით სამაგალითო არა მხოლოდ რეგიონში, - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულმა კახა კუჭავამ სპიკერატიდან გააკეთა, რომელიც პლენარულ სხდომას უძღვება.

კუჭავამ პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებთ. აუცილებელია საზოგადოების ნდობა პარლამენტის საქმიანობის მიმართ გავზარდოთ ისე, როგორც ამას ეს პარლამენტი იმსახურებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ.

ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა