ლაშა ხუციშვილი - „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად მიმდინარეობს საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლის ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრთან ერთად, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ასევე, იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა.

ფინანსთა მინისტრი ადგილზე შეხვდა საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს და გაეცნო კონტროლის ღონისძიებებს, აგრეთვე დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პუნქტი არის ერთ-ერთი დატვირთული საბაჟო, როგორც ტვირთების მხრივ, ასევე ქვეითად გადაადგილებული პირებისათვის. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ შეინიშნება ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა. ამჟამად, საბაჟო გამშვები პუნქტი სრულად ფუნქციონირებს და არის მზადყოფნა, რომ მომავალში, იმ შემთხვევაში, თუ ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება, აღნიშნულ პუნქტზე შეუფერხებლად განხორციელდება როგორც ტვირთბრუნვა, ასევე ტურისტების მიღება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, საბაჟოს გამტარიანობის გაზრდის მიზნით, უკვე დაწყებულია არსებული გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა