უკრაინამ რუსეთის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, - შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის საგარეო უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს. უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედების პასუხად მიიღო, რომელმაც უკრაინელი დიპლომატი 26 აპრილს პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

„ამ ნაბიჯს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ანტიუკრაინული კამპანიის გაგრძელებად და უკრაინის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების მორიგ გამოვლინებად მივიჩნევთ“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო