რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსმა ამერიკული ლაბორატორიიდან გაჟონა

კორონავირუსის ინფექციის გაჩენა შესაძლოა, ამერიკის ბიოლოგიური ლაბორატორიიდან გაჟონვასთან იყოს დაკავშირებული, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებული შტატების სატელიტი სახელმწიფოები, ისევე როგორც თავად აშშ, ჩუმად არიან, შეიძლება გაკეთდეს ერთი დასკვნა: აშკარაა, რომ ერთ-ერთ ლაბორატორიაში იმ ლაბორატორიებიდან, რომლებიც მათ მთელს მსოფლიოში შექმნეს, გაჟონვას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

მან აშშ-ს მიუწოდა, შეაჩეროს გამოკვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია კოვიდ 19-ის გავრცელება და იმაზე იფიქროს, თუ როგორ აუნაზღაუროს ზიანი დაზარალებულ ქვეყნებს.

„ვირუსი აღმოაჩინეს უხანში, მაგრამ ვისი ლაბორატორიაა ეს? ამერიკული და მათი დაფინანსებული,“- აღნიშნა სპიკერმა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მიდიოდეს მუშაობა ვირუსის მოდელირების მიზნით.

„თუკი ეს კვლევა არ შეჩერდება, მსოფლიო მსგავსი სიტუაციის ტყვე აღმოჩნდება,“- აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, ამერიკული ლაბორატორიები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში ფუნქციონირებენ. „ეს უნდა გაკონტროლდეს,“- აღნიშნა რუსმა პოლიტიკოსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა