ანონსი 28 აპრილი

28 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

28 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში შემოსული წერილობითი მოსაზრებების თაობაზე მოსმენები გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

28 აპრილს, 11:00 საათზე, "World Vision საქართველოსა" და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პირველი შეხვედრა სკოლებისა და ბაღების წარმომადგენლებისათვის თელავში გაიმართება .

თემა: საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.

მის.: თელავი, სასტუმრო „Holiday Inn".

საკონტაქტო: 555 539 559

28 აპრილს, 11:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ამნისტიის კანონპროექტი, რურუას გამოშვება.

მის: ჭოველიძის 10

საკონტაქტო: ირაკლი - 555 60 26 34

28 აპრილს, 11:00 საათზე, "საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია": აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა:"დაჩქარებული რეორგანიზაცია ცესკოში".

მის.: ლეხ კაჩინსკის 1/4. 18 სართული.

საკონტაქტო: აკაკი კობალაძე - 577 22 85 22

28 აპრილს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

28 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

28 აპრილს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში სამოქალაქო მოძრაობა "წინსვლას" დამფუძნებლები შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო : 593 53 45 24

28 აპრილს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს. მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვები პირდაპირი ჩართვის დროს დაუსვან.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ დაიწყება.

28 აპრილს, 12:30 საათზე, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: გაზის კომპანიები პურის მცხობელებს ავიწროებენ; ქვეყანაში რუსულ ფქვილს არ უშვებენ; სუბსიდირების მიუხედავად, ფასები იზრდება - მიმართვა მთავრობას.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

28 აპრილს, 13:30 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლები ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების თავდებით გათავისუფლების საკითხზე ბრიფინგს გამართავენ.

მის: კოსტავას 68

საკონტაქტო: 595 91 13 13 ოთო

28 აპრილს, 14:00 საათზე, "საფარის" იურისტი თამარ ლუკავა და ბაია პატარაია, ქობულეთში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

მის.: გახოკიძის ქ. 11ა (ორგანიზაცია "საფარის"ოფისი).

28 აპრილს, 14:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა გაიმართება ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

28 აპრილს, 14.45 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში ლაშა დამენიას და დავით გურგენიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ცესკოში რეორგანიზაცია.

მის: ბარნოვის 40

პლენარული სხდომის შესვენების დროს:

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

28 აპრილს, 16:00 საათზე, შრომის უსაფრთხოებასა და რეფორმებზე სასაუბროდ, აგრეთვე ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, პროფკავშირები და მშენებელთა ასოციაცია დისკუსიას გამართავენ.

შეხვედრას გახსნიან: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი. დისკუსიის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდიან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირების შრომის დაცვის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი.

მის.: ლუბლიანას ქუჩა #13ბ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა