გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებული 2 კანონპროექტის ინიცირება მოხდება, საიდანაც ერთს უმრავლესობა, მეორეს კი ოპოზიცია წარადგენს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების 2 კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

აღნიშნულის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხი, რაზეც ისინი ვერ შეჯერდნენ, კანონპროექტში 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულების თანხმობის პრინციპის ჩადებას უკავშირდება, რის გამოც ამნისტიის შესახებ 2 კანონპროექტი დარეგისტრირდება.

მისივე განმარტებით, ორივე კანონპროექტის შემთხვევაში ამნისტია არ შეეხება ევროპული კონვენციის მუხლებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია საკუთარ ალტერნატიულ პროექტს ხვალ დააინიცირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა