გიორგი რურუა - ალბათ, თავისი დანაშაული გამოასწორეს, შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა

მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა , - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობს.

„ალბათ, თავისი დანაშაული გამოასწორეს. მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული, ეს 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, - განაცხადა რურუამ.

მან განმარტა, თუ რატომ უწოდებდა თავს პოლიტიკურ პატიმარს.

„რადგან ამ საქმიანობაში ვიყავი, როგორც მოქალაქე, როგორც სამოქალაქო ოგანიზაციის წევრი, როგორც ფიზიკური პირი და როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობას ვეხმარებოდი. ისე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე ვარ. სახლში მიმავალი დამიჭირეს, მიმიყვანეს და მითხეს, რომ იარაღი გიდევს ჯიბეში“, - განაცხადა რურუამ.

ცნობისთვის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი