გიორგი რურუა - ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, „ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც

ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი რურუა დასძენს, ნიკა მელიამ საპატიმრო ძალიან მალე უნდა დატოვოს.

„პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, ეს წარმატებაა. ამნისტიის ერთი პუნქტი, რომ მოვისმინე საკანში, მეც ვერ მივხვდი რა იყო. მეც ჩემს თავზე ვიღებ, ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია. ვფიქრობ, ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, - განაცხადა გიორგი რურუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა