თურქეთის პარლამენტმა ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო

თურქეთის პარლამენტმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარება დაგმო.„თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა გულისტკივილით და მკაცრად გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 24 აპრილს გამოთქმულ შენიშვნებს, რომელიც უკავშირდება 2015 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხური ლობის პრეტენზიების მიღებას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ცილისწამებებს, რომლებსაც სხვა მიზანი არ აქვთ, გარდა პოლიტიკური მოტივით ისტორიის დამახინჯებისა“, - ნათქვამია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

პარლამენტი ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გამოასწოროს მისი შეცდომა და 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები შეცვალოს.

„ჩვენ მას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს თურქი და სომეხი ხალხების მშვიდობიან, სტაბილურ და უსაფრთხო ცხოვრებას“, - აღნიშნავენ თურქი კანონმდებლები.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღეს გააკეთა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის პარლამენტმა ჯო ბაიდენის მიერ სომხთა გენოციდის აღიარება დაგმო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა