“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ 28 აპრილს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბაგების სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში განახლდება სატუმბო სადგურის ინფრასტრუქტურა და ასევე დამონტაჟდება დამატებითი ტუმბო-აგრეგატები.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ხვალ, 28 აპრილის 22:00 საათიდან, 29 აპრილის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში - ჭავჭავაძის გამზირის N82, 83, 84, ნაფეტვრების გზის ქუჩას, უნივერსიტეტის და ფხაკაძის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს, ბაგების დასახლებას.

კაკლების დასახლებას, ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და უჩანეიშვილის ქუჩებს.

მთაწმინდის რაიონში - ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს, კოჯორს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა