ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პროცესში სხვა ”ძლიერი მსოფლიო მოთამაშეების” ჩართვას ემხრობა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მინსკის შეთანხმებების რამდენიმე პუნქტის განახლებას და დონბასის კრიზისის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პროცესში სხვა ”ძლიერი მსოფლიო მოთამაშეების” ჩართვას ემხრობა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ხერსონის ოლქში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

კერძოდ, ზელენსკი რეალურ ვარიანტად მიიჩნევს სხვა სახელმწიფოების ჩართვას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს დონბასის ომის უფრო სწრაფად დასრულებას.

„ეს შეიძლება იყოს ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის გაფართოება ან ცალკე, პარალელური ფორმატი სხვა ქვეყნებთან ძალიან სერიოზული, ძლიერი მოთამაშეებით. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძლიერები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ უკრაინას, რომ დასრულდეს ომი. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მინსკის მოლაპარაკებების პროცესის მოდერნიზაციისა და განახლების შესახებ.

„მე ვთვლი, რომ მინსკის შეთანხმებები უნდა იყოს მოქნილი. არავინ ამბობს, რომ მინსკი უნდა დაიხუროს. მისი რამდენიმე პუნქტის განახლებაა საჭირო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სამუშაო ვიზიტისას ზელენსკიმ ოკუპირებულ ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე უკრაინელი სამხედროების პოზიციები მოინახულა. „[რუსული] ჯარების გაყვანა არ ნიშნავს, რომ არმია არ უნდა იყოს მზად ნებისმიერ დროს ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე ჯარის შესაძლო დაბრუნებისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმირ ზელენსკის დონბასის მოლაპარაკებების პროცესში სხვა ქვეყნების ჩართვა სურს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა