სერგეი ლავროვი - ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში შიზოფრენიული ნოტები გაჟღერდა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები გაგრძელდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, „შიზოფრენია“ უწოდა და ამის მაგალითად თეთრი სახლის წარმომადგენლის ჯენ ფსაკის განცხადება დაასახელა.

„სადღაც გაჟღერდა კიდეც შიზოფრენიული ნოტები ვაშინგტონის ზოგიერთი მოღვაწის საუბარში. ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გაგრძელდება სანქციები, რომ სანქციები იძლევა იმ ეფექტს, რომელზეც იმედებს ამყარებდა ვაშინგტონი და რომ სანქციების მიზანია დაძაბულობის შემცირება აშშ-სა და რუსეთს შორის“, - განაცხადა ლავროვმა.

„ვიმედოვნებ, ყველა ხვდება, რომ ასეთი სახის განცხადებები ღირსებას არ მატებს მათ, ვინც თეთრ სახლში მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მანვე კომენტარი გააკეთა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადების მიუხედავად, სამიტის გამართვის შესახებ იდეა რუსეთში პოზიტიურად არის აღქმული.

„თქვენ იცით, პრეზიდენტ პუტინს როგორი რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტის შეთავაზებაზე შეხვედრის გამართვის შესახებ: „ჩვენ ეს პოზიტიურად აღვიქვით. გვსურს გავიგოთ ამ ინიციატივის ყველა ასპექტი, რომლის შესწავლითაც ახლა ვართ დაკავებული“, - განაცხადა ლავროვმა.

იხილეთ ვიდეო:სერგეი ლავროვმა ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე შიზოფრენია უწოდა

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!