აშშ-ში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები ღია სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ღია სივრცეებში პირბადეების ტარება აღარ სჭირდებათ, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა.

ამასთან, ცენტრის მითითებით პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და ხალხით გადატვირთულ ადგილებში კვლავ ყველასთვის საჭიროა.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „არაჩვეულებრივი პროგრესია“.

“ჩვენი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ დაინფიცირების ამ ვირუსის სხვისთვის გადაცემის შანსი ძალიან, ძალიან დაბალია. პრაქტიკული შედეგი ნათელია : თუ ვაქცინირებული ხართ, მეტის გაკეთება შეგიძლიათ,” - აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ამერიკელებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ამას "პატრიოტული" ქმედება უწოდა.

„ვაქცინები თქვენი სიცოცხლის, ასევე თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას გულისხმობს. ისინი ასევე გვეხმარებიან, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

Reuters-ი წერს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 16%-ით შემცირდა. ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის 43 %-ს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 29%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა