საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განსახორციელებლად დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგა.
„კარგი სიახლეები დღეს. ბევრი ადამიანის მიერ დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგა ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, გუშინ პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა, რის საფუძველზეც გიორგი რურუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"