ჯანმო ინდოეთში დამატებით სამედიცინო პერსონალს და აღჭურვილობას აგზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთში დამატებით სამედიცინო პერსონალსა და მარაგებს აგზავნის, - ამის შესახებ ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანია, ქვეყანას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

„ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ ინდოეთს მნიშვნელოვანი აღჭურვილობა და მარაგი მივაწოდოთ, მათ შორის ათასობით ჟანგბადის კონცენტრატორი, მობილური საველე საავადმყოფოები და ლაბორატორიული დანადგარები“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 360 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 18 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 200 000-ს აჭარბებს. მედიის ინფორმაციით, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში კრემატორიუმები გადატვირთულია და ჭირისუფალს რიგში დგომა საათობით უწევს. დაღუპულების დასაწვავად კოცონის დასანთებ ადგილებს კუსტარულად აწყობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს