ნათია თურნავა - დღეიდან ენგურჰესი მწყობრშია და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ენგურჰესზე ჩატარებული სამუშაოების მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 15 წელია, არ ჩატარებულა. შედეგად, ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 20%-30%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით, დაახლოებით, 90 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესი არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც გვაერთიანებს ქართველებსა და ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. დღეიდან ენგურჰესი არის მწყობრში და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. სადერივაციო გვირაბში ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგად გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება.

მათივე ცნობით, სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი, უშუალოდ გვირაბის რეაბილიტაციისთვის კი 8 მლნ ევრო გამოიყო.

„ძალიან დიდი მადლობა ენგურჰესის თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ამ სამუშაოებს ქართული კომპანია ასრულებდა, თუმცა ამ პროცესში უცხოელი ინჟინრები და სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ოსტატურად და ვადაზე ადრე განახორციელეს ამ ურთულესი სამუშაოს დასრულება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, დღეიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროენერგოსადგური საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელში ჩაერთო. სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ენგურჰესის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.

სადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები. სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციისთვის 8 მლნ ევროს ფინანსური რესურსი იყო გამოყოფილი.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს