ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „ბრექსითის“ შემდგომი სავაჭრო შეთანხმება ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კენჭისყრა სამშაბათს გაიმართა და მას 660 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 5 კი - წინააღმდეგი წავიდა. სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმება (TCA) ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ცხრათვიანი მოლაპარაკებების შედეგია და დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფლად, ტარიფებისა და კვოტების გარეშე ვაჭრობას ითვალისწინებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კენჭისყრის შედეგებს მიესალმნენ.
„შეთანხმება ბრიტანეთთან მჭიდრო და მჭიდრო პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს,“- დაწერა ურსულა ფონ დერ ლეიენმა „ტვიტერზე“. შარლ მიშელმა კი განაცხადა, რომ „ევროკავშირი ბრიტანეთთან, როგორც მნიშვნელოვან მეგობარსა და პარტნიორთან, კონსტრუქციულ მუშაობას გააგრძელებს.“