ვლადიმერ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ვატიკანში გაიმართოს

პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება და არ გამორიცხავს, რომ შეხვედრის ადგილი ვატიკანი გახდეს, - ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა la Repubblica- სთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეხვედრა აუცილებლად შედგება. ის საჭიროა იმისთვის, რომ დონბასში ომი დასრულდეს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შეხვედრის ადგილი ვატიკანი გახდეს, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, შესაძლებელია“.

„ეს შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი ყველა თვალსაზრისით. ვატიკანი ნამდვილად იდეალური ადგილია მშვიდობის შესახებ დიალოგისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 20 აპრილს ვლადიმერ ზელენსკიმ რუს კოლეგას „დონბასის ნებისმიერ წერტილში“ შეხვედრა შესთავაზა. 22 აპრილს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი